ქუთაისელი მოჭადრაკის მორიგი წარმატება საერთაშორისო ონლაინ-ასპარეზობაზე-ბარბარე აშოთიამ სასკოლო ამხანაგურ ჩემპიონატზე 9 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
17 წლამდე გოგონებს შორის კი მესამე ადგილზე თამარ ესაძე გავიდა, რომელიც ასევე ქუთიასიდანაა.
ამხანაგური საერთაშორისო ტურნირი საჭადრაკო ვირტუალურ სივრცეში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერვერ “lichess.org”-ზე მიმდინარეობდა.
ჩემპიონატი ონლაინ ჩატარდა და მასში 4 ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უკრაინის ახალგაზრდა მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, 9 წლის ბარბარე აშოთია საქართველოს ჩემპიონი და არაერთი პრიზის მფლობელია.










