ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით 3 პაციენტი მოათავსეს, ისინი ტრაილერის მძღოლები არიან და მოგზაურობის ისტორია აქვთ. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, საეჭვო პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ.
“ახალი შემთხვევები 24 საათის მონაცემებით არ გვაქვს. გვყავს სამი საეჭვო პაციენტი, რომლებსაც დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ ლაბორატორიული გამოკვლევა”,- აცხადებს ნადირაძე.
ამ დროისთვის, კლინიკაში 7 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.