28 იანვარს გორის გასასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის დათო წიკლაური ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიისას დაშავდა დათო წიკლაურის დეიდაშვილი და ამ დრომდე საანადყოფოში იმყოფება. დაშავებული პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კიდევ ერთ დაშავებულს შედარებით მსუბუქი დაზიანება აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო
გარდაცვლილი მოზარდი დავით (დათო) წიკლაური გორში ცხოვრობდა. ის გორის კოლეჯ “განთიადის” მოსწავლე იყო და იქ ხელობას ეუფლებოდა. მანამდე ჯერ გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში, კოლეჯამდე ბოლო ერთი წელი კი გორის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში სწავლობდა. მოგვიანებით, სკოლაში სწავლას თავი დაანება და კოლეჯში პროფესიას ეუფლებოდა.