კონკურსი “საუკეთესო ეზო”-ს გამარჯვებული ხონელი ნინი გახარია გახდა. ინფორმაციას კონკურსის ორგანიზატორი “დომინო” ავრცელებს.
როგორც ნინი გახარია “მეგა ტვ”-თან საუბრისას ამბობს ეზოს რამდენიმე წელია დედა ალამაზებს. მათ საოჯახო ბიზნესიც აქვთ და 1 500 ჯიშის ვარდსაც ახარებენ.
“ეზოს პარალელურად გვაქვს საოჯახი ბიზნესი, გამოგვყავს მცენარეები და ვყიდით. ზუსტად 6 წელია ამ საქმით ვართ დაკავებულები. მოვლა ძალიან რთულია თითოეულ მცენარეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ძალიან ბევრი მცენარე გვაქვს მხოლოდ ვარდი -1 500 მდე ჯიშის, პარალელურად მარადმწვანე მცენარეები.” – ამბობს ნინი გახარია “მეგა ტვ”-თან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა ამ კონკურსის გარდა ოჯახმა წელს “ყველაზე ლამაზის ეზო” ტიტული საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისგან მიიღო. ნინი კონკურსში მონაწილეობასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.
“ინტერნეტში ვნახე ამ კონკურსის შესახებ და ვიფიქირე მოდი ვცდი რატომაც არა, თან წელს უკვე ავიღეთ “ყველაზე ლამაზი” ეზოს ტიტული. არ მოგატყუებთ და ველოდი გამარჯვებას. ეს გამარჯვება სტიმულია ჩვენთვის რომ მომავალში უფრო მეტად გავალამაზოთ ჩვენი და ასევე სხვისი ეზოები. გვინდა რომ მომავალში გავფართოვდეეთ თუმცა ეს გრძელვადიანი გეგმაა.” – ამბობს “ყველაზე ლამაზი ეზოს” მეპატრონე.

“გილოცავთ ნინო, მადლობა მონაწილეობისთვისა და აქტიურობისთვის, საჩუქრად კი გადმოგცემთ დომინოს 600 ლარიან ვაუჩერს” – ნათქვამია “დომინოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ნინი გახარია “მეგა ტვ”-თან აღნიშნავს მისი ფავორიტი ყვავილი ვარდია. მის ულამაზეს ეზოში მისვლა, დათვალიერება, ფოტოების გადაღება და მცენარეების შეძენა ყველას შეუძლია.
“ყველაზე ლამაზი ეზო” ხონში აკაკი წერეთლის ქუჩაზე #17-ში მდებარეობს.











