ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ფოთის მკვიდრი 33 წლის თამუნა მიქაძე. იგი ფოთში ერთ-ერთ კერძო ფირმაში მუშაობდა.
მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. მანქანაში სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ცოლ-ქმარი. ისინი სენაკიდან ფოთის მიმართულებით მოძრაობდნენ.
დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სახის ტრავმებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაღუპულ ქალს ორი შვილი დარჩა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.