
ჟურნალმა People წლის ყველაზე სექსუალურ კაცად პოლ რადი დაასახელა. 52 წლის ამერიკელი მსახიობი Marvel-ის კინოსამყაროში ადამიანი-ჭიანჭველას როლის შესრულებით არის ცნობილი.
ჟურნალთან ინტერვიუში რადმა აღნიშნა, რომ თავისი ახალი ტიტულის შესახებ წინასწარ მხოლოდ ცოლს უთხრა: „გაოცებული იყო, მაგრამ ეს ამბავი ძალიან საყვარლად მიიღო. სიცილის შემდეგ მითხრა: „ო, მათ ყველაფერი სწორად გაიგეს“. სავარაუდოდ ტყუილი თქვა, მაგრამ სხვას რას მეტყოდა?“ – თქვა მსახიობმა.










