,,სასიამოვნოა, როდესაც ქართველები ჩვენი ქვეყნის სახელს მსოფლიოს ღირსეულად წარუდგენენ.
დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ კალათბურთელს შევხვდი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით ასპარეზობს.
ალექსი მერკვილაძე არის ქუთაისელი ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც 6 წელია ამერიკაში სწავლობს და იგი ამჟამად Loyola Marymount University-ის სტუდენტია.
ქართველი კალათბურთელით დაინტერესებულები არიან ამერიკული და ევროპული საკალათბურთო კლუბები.
ალექსს, ვუსურვებ წარმატებულ და საინტერესო სპორტულ კარიერას!” – წერს სოციალურ ქსელში იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.










