LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ არის ქუთაისელი ახალგაზრდა, რომელმაც ამერიკული დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა (+ფოტო)

ვინ არის ქუთაისელი ახალგაზრდა, რომელმაც ამერიკული დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა (+ფოტო)

დაპოსტა 2020/09/21-ში
A A
11.7k
ნახვა
გაზიარება

„პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ თქვენ წარმატებით ჩააბარეთ ამერიკული დრამატული ხელოვნების აკადემიაში” – ეს წერილი ქუთაისელმა, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან დევნილმა, 19 წლის ნიკოლოზ ბოლქვაძემ მიიღო.

წარმატებული ახალგაზრდა, რომელმაც თავის, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, ცხოვრების საკმაოდ რთული გზა გაიარა მეორე ქართველი სტუდენტი იქნება,  რომელიც ოსკარების კინოფესტივალის დამფუძნებელ აკადემიაში – The American Academy of Dramatic Arts-ში ისწავლის.

კოლეჯში ჩასაბარებლად ნიჭიერმა ახალგაზრდამ, რომელსაც თეატრალური ცოდნა და გამოციდება არ აქვს მიმღებ კომისიას ტენეს უილიამსის „შუშის შემგროვებლიდან“ ტომის მონოლოგი (დრამატულ ჟანრში) და გაბრიელ დეივისის „აუტანელი სიმხურვალიდან“ ჩაკის მკვლელობის მონოლოგი (კომედიურ ჟანრში) წარუდგინა. ნიკოლოზის მონოლოგებმა აკადემიური ჟიურის აღტაცება გამოიწვია და მან პასუხი მითითებულ ვადაზე ადრე მიღება.

აკადემია წერს:

„პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ თქვენ წარმატებით ჩააბარეთ ამერიკული დრამატული ხელოვნების აკადემიაში. აკადემიამ ზამთრის სემესტრისთვის მსოფლიო მასშტაბით ათასობით აპლიკაცია მიიღო, თქვენ არჩეული ხართ როგორც ყველაზე მცირე ელიტარული წრის წარმომადგენელი, რომელმაც გამოხატა შესაბამისი აკადემიური და პროფესიონალური მზაობა, სწორედ ისეთი როგორსაც ჩვენ ვეძებთ სტუდენტებში. ჩვენ დიდი პატივით ველით თქვენთან შეხვედრას ლოს ანჯელესის კამპუსში.“

ძალიან მოკრძალებულად და ჩუმად შევავსე ამერიკაში, ჰოლივუდში არსებული კინოსკოლის The American Academy of Dramatic Arts აპლიკაცია. გავიარე გამოცდა, თუმცა მე როგორც არაპროფესიონალი მსახიობი, რახან არსად მისწავლია დიდ იმედებს და მოლოდინებს არ ვამყარებდი უნივერსიტეტზე. შეტყობინება მომივიდდა, როდესაც ჩემი აპლიკაცია გახსნა აკადემიამ და მეც ბუნებრივად ძალიან ავნერვიულდი. ჩემდა გასაკვირად ზუსტად ოცდახუთ წუთში მომივიდა შეტყობინება. არ ვიცოდი ბედნიერებისგან მიღებული ამდენი ემოცია სად წამეღო – ამბობს ნიკოლოზ ბოლქვაძე.

თუმცა აქვე აღნიშნავს რომ ამ უდიდესი სიხარულის ფონზე, როცა მიზნად ქცეული ოცნება ახლა ასე ძალიან ახლოსაა, რეალობამდე ერთი ნაბიჯი აშორეს და ეს ფინანსებია.

მოუოლოდნელად გამახსენდა ისევ ის ფაქტორები რამაც წამიერად მწუხარებაში გადამიყვანეს. კინოსკოლა, რომელშიც სწავლობდნენ მსახიობები: ენნ ჰეთუეი, პოლ რუდი, მიგელ ბერნარდო, ჯენიფერ ქოლიდჯი, სარა პულსონი, ალექს პეტიფერი, დაიენა დუგლასი, ჯენა როულენდსი, ამანდა ქრიუ, კირკ დუგლასი – მისი ნაწილი მე უნდა ვყოფილიყავი რაც მაბედნიერებდა, თუმცა ჩემი სახსრებით ვერ შევძლებ ორი წლის მანძილზე წელიწადში 35000 დოლარის სრულიად დაფარვას. კინოსკოლა კერძო სტრუქტურაა და არ გასცემს სრულ გრანტებს, აქ კი ჩემი ოცნება ნელნელა ბზარებს იჩენს. სწორედ აქ მჭირდება ჩემი ქვეყანა დადგეს ჩემს გვერდით ვიდრე ეს ბზარები ნამსხვრევებად იქცევა. ჩემი ცხოვრების უდიდესმა საჩუქარმა, ჩემმა მასწავლებელმა ერთ დღეს თავისი „100 დოლარიანი რჩევა“ მომცა „უფასოდ“, რომ როდესაც ითხოვ ქვეყნისაგან ამას უნდა იმსახურებდე და თან უნდა უბრუნებდე კიდეც. – ამბობს ნიკოლოზი.

ნიკოლოზის შესახებ წერს ფეისბუკში მარი ბერძენიძე და ნიჭიერი ახალგაზრდების ცხოვრებაში ფინანსური ბარიერების არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას:

რაგინდ განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო, ფინანსური ბარიერი გეჩეხება ყველგან და ასეა ნიკოლოზ ბოლქვაძის შემთხვევაში. ჩვენ ქართველებს , როგორც ერთი ჩემი მართლა გენიოსი მეგობარი ამბობს, გვინდა “გენიოსები, მაგრამ დამშეული აკაკი და ვაჟა, მოშიმშილე, მაგრამ უპატიოსნესი ექვთიმე, უფულო და მშიერი, მაგრამ საოცარი გალაკტიონი, უდიდესი, მაგრამ ასევე უღატაკესი ფიროსმანი, სერაფიმებთან მოსაუბრე, მაგრამ მათხოვრად ქცეული გრანელი”. მათ საუკუნეში კი ნიჭებს მაინც ვერ ჭამდა და ჰფარავდა უფულობა, ამ საუკუნეში კი მოგეხსენებათ, ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი ბარიერებია. ჰოდა, საქართველოზე ნამეტანი მზრუნველო და ქართველების წარმატებებზე ფიქრით თმაგადათეთრებულებო, აგერ უნიჭიერესი ბიჭი, რომლის წარმატებაში თქვენ გექნებათ ლომის წვლილი შეტანილი! – წერს ფეისბუკზე მარი ბერძენაძე და ნიკოზოლ ბოლქვაძის წარმატებას აზიარებს. ის ასევე საზოგადეობას ნიჭიერი ახალგაზრდის დახმარებისკენ მოუწოდეს.

ნიკოლოზ ბოლქვაძე ქუთაისში გაიზარდა. როგორც  თავად ამბობს მისი დიდი ოჯახის პატარა ოთახში, თავთავიანთ “უჯრებში”, ხუთნი ცხოვრობდნენ.  სწორედ სივრცის არარსებობის გამო ვერ აიხდინა ოცნება და ვერ გახდა მევიოლინე. სწორედ ამიტომ ბავშვობიდან თავისი ადგილის დამკვიდრება დაისახა მიზნად. სკოლა ოქროს მედლით დაამთავრდა. 18 წლის ასაკში 80% გრანტით ჩაირიცხა LCC International University-ში (ლიეტუვას რესპუბლიკაში არსებულ ამერიკულ უნივერსიტეტში) ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ვიოლინო ვერა, მაგრამ წარმატებით დაასრულა ზაქარია ფალიაშვილის #2 სამუსიკო სკოლის ვოკალურ განყოფილება და დამოუკიდებლად ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა.  ნიკოლოზი აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო საქმიანობაში და წლების მანძილზე უძღვებოდა სხვადასხვა ტიპისა და რანგის ახალგაზრდულ პროექტებს.

ნიკოლოზ ბოლქვაძე გვიყვება თუ რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში თეატრს და რამდენად რთული იყო მისთვის The American Academy of Dramatic Arts-ში ჩაბარების გადაწყვეტილები მიღება:

ბავშვობიდანვე მიყვარს თეატრი, ალბათ არცკი ვლაპარაკობდი როდესაც დედას და ნათლიას სპექტაკლებზე დავყავდი. ვფიქრობ თეატრმა და მუსიკამ შექმნა ჩემი პიროვნება. მიზნად დავისახე რომ ამ სცენაზე მეც აუცილებლად ვითამაშებდი, რაც წლების შემდეგ არაერთხელ ამიხდა.

როდესაც პირველად შევედი თეატრში და ჩავისუნთქე სივრცე, თითქოს ჩემი სხეული მოიწამლა საბოლოოდ ამ სივრცის სიყვარულით. სცენა გახდა ჩემი სულის ნაწილი და მე ყველაფერს გავაკეთებდი რომ ჩემი ოცნებები რეალობად მექცია და ის სპექტაკლები რომლებშიც ოცნებებში ვთამაშობდი ციდან მიწაზე რეალობად ჩამომეტანა. აქაც იყო სირთულეები, ფინანსების გამო ვერ ვახერხებდი რომ სამსახიობო კურსებზე მესწავლა. ამასობაში გავიდა წლებიც და თითქოს ჩემი ეს ოცნებაც მიიჩრდილა. როდესაც იმედები ხშირად გიცრუვდება მატერიალური ფაქტორებით,

ცხოვრება თავისი რელსებიდან გადადის და შენც რობოტივით იწყებ ქმედებას. თითქოს შენი ცხოვრება მიზანს კარგავს, თუმცა ეს არ არის სიმართლე, უბრალოდ გჭირდება დრო რომ ეს მიზნები ისევ გადმოიტანო წინა პლანზე. ამ პროცესში, გავხდი მოხალისე, ვეხმარებოდი ჩემს თანამოქალაქეებს უკეთესი საზოგადოების შესაქმნელად. ვფიქრობ რომ ცხოვრება ბუმერანგივით არის და იმედი მაქვს რომ ის რაც ჩემი ქვეყნისათვის გავიღე არ დაიკარგება და მაშინ როცა მე დამჭრდება ქვეყნის დახმარება ის იქნება ჩემთან.

როგორც პერფექციონისტმა ახალგაზრდამ პარაელურად სკოლაც დავამთავრე ოქროს მედალზე. ჯერ კიდევ არ ვარ დაბრუნებული საკუთარ რელსებზე, სკოლის ბოლო წელი საკმაოდ ქაოტური აღმოჩნდა, ჩემების გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ ხუთ უნივერსიტეტს გავუგზავნე აპლიკაცია, საბოლოოდ ყველამ მიმიღო. შემდეგ კი მე გადავწყვიტე ყველაზე ოპტიმალური უნივერსიტეტი მომავლისათვის. ჩავაბარე ელსისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე 80 პროცენტიანი გრანტით. შემდეგ კორონავირუსის ნოკაუტმა ისევ საქართველოსკენ მიბიძგა და დაიწყო ჩემი ფსიქოლოგიური გადატრიალება. დავიწყე მომავალზე ინტენსიურად ფიქრი და აქ უკვე ამოტივტივდა ჩემი მიზნები რომლებისთვისაც საკმარისად არ მიბრძოლია. დრო იყო ახალი ბრძოლისთვის. ცხოვრება ხანმოკლეა და ყველა შანსი უნდა დააფასო და გამოიყენო. – ამბობს ნიკოლოზი.

ნიჭიერი ახალგაზრდა თავის სამომავლო გეგმბეზე საუბრობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მისთვის, მისი ქვეყნის  მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

მე მჯერა ჩემი ძალების, რომლებსაც ამ კინოსკოლაში სწავლისას ჩავდებ. მე პირობას ვდებ რომ ჩემს სამშობლოს ეს დახმარება არ დაეკარგება. როგორც წარმატებული ამ კარიერაში, მე აუცილებლად მაქვს მიზანი რომ დავაფუძნო კინოფონდი ისეთი ახალგაზრდებისთვის რომლებიც ზუსტად ისეთ პირობებში ცხოვრობენ როგორშიც მე გავიზარდე. რადგან მათაც შეძლონ იმის მიღება, რომელსაც იმედი მაქვს რომ მეც მივიღებ. ამიტომ, ყველას ვისაც შეუძლია დღეს ჩემს გვერდით დგომა, ძალიან გთხოვთ ამჯერად თქვენ დამეხმარეთ ჩემი ამ უდიდესი ოცნების ახდენაში.

ამერიკული კინოაკადემია არის ყველაზე ძველი კინოსკოლა რომელიც ნიუ იორკში დაარსდა 1884 წელს ჰარვარდის კურსდამთავრებულის – ფრანკლინ ჰევენ სარჯენტის მიერ.

ამერიკულ კინოაკადემიაში სწავლოდნენ ისეთ მსახიობები, როგოებიც არიან: ენნ ჰეთუეი, პოლ რუდი, მიგელ ბერნარდო, ჯენიფერ ქოლიდჯი, სარა პულსონი, ალექს პეტიფერი, დაიენა დუგლასი, ჯენა როულენდსი, ამანდა ქრიუ, კირკ დუგლასი და ა.შ. კინოსკოლაში ყოველწლიურად ეწყობა შეხვედრები მსახიობებთან, მათ შორის: ჯენიფერ ენისტონი, ტომ ჰენკსი, ბრედ პიტი და ასე შემდეგ.

გაზიარება4678

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"