ლია კაპანაძე მკერავია, საკუთარი სამკერვალო აქვს და ჰყავს მოსწავლეები, რომელთაც კერვას ასწავლის.
მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი დაინფიცირდა და აფთიაქებში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა, ჩვენმა რესპონდენტმა გადაწყვიტა, პირბადეები საკუთარი ხელით შეეკერა და გაჭირვებული ადამიანებისთვის უსასყიდლოდ დაერიგებინა.
“საქართველოში კორონა რომ დაფიქსირდა, ხალხი ძალიან შეშინდა. შეშინებულ თვალებს რომ ვუყურებდი, აზრი გამიჩნდა, პატარა ქველმოქმედება მეც გამეკეთებინა – ჩემი სახსრებით პირბადეები შემეკერა. სიმსივნით და გარდამეცვალა ახლახანს, რითაც გულმოკლული ვარ და პირველი რაც გავაკეთე, ჩემი ნახელავის პირველი პარტია სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს გადავეცი.
მეკითხებიან, არ ყიდითო? ამაში ფულს როგორ ავიღებ?! როცა ამდენ ადამიანს უჭირს, ამ დროს ფულის გაკეთება ჩემთვის წარმოუდგენელია! მინდოდა, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ადამიანების დახმარების საქმეში წვლილი შემეტანა.
დაახლოებით, 1000 ცალამდე მაქვს შეკერილი. ჩემი პირბადეები მოხუცთა თავშესაფარს და იმუნიზაციის ცენტრსაც გადავეცი, ასე ცოტ-ცოტაობით ყველა გაჭირვებულ ადამიანს შევახვედრე. თან, ასეთი პირბადის მრავალჯერადი გამოყენება შეიძლება. ირეცხება, იხარშება და გაუთოვებით კი ყველანაირი ბაქტერია და მიკრობი ნადგურდება…” – განიცხადა “ამბებს” ლია კაპანაძემ.
წყარო