ქვეყანას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს – დავით ზალკალიანის ნაცვლად საგარეო უწყებას ამიერიდან მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.
ზალკალიანს ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტი თითქმის 4 წლის განმავლობაში ეკავა.
რაც შეეხება ილია დარჩიაშვილს – მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში, ხოლო მანამდე საგანგებო დავალებათა ელჩი