მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი.
გარდაცვლილია ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც გახმაურებული საქმეების ფიგურანტია.
ის 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული.
მასთან ერთად საქმეში ფიგურირებდა დავით მინდაძე, რომელსაც თბილისის საოლქო სასამართლომ დავით მინდაძე დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის მცდელობაში და იარაღის უკანონო ფლობის გამო, ვალერიან ნემსიწვერიძეს კი ბრალად ედებოდა მკვლელობის დაგეგმვა, მინდაძის დაქირავება, მისი ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, ის დამნაშავედ ცნო სასამართლომ ბანკის აქტივების მითვისებაში, რომელიც ძმასთან ერთად ჩაიდინა.
2007 წელს მინდაძეს სასამართლომ 21 წლით, ვალერიან ნემსიწვერიძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
შემთხვევა ავჭალის დასახლებაში ერთი საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, გარდაცვლილი, რომელიც თეთრის ფერის ავტომობილში მოკლეს, თავად შეირაღებული იყო.
პირი, რომელმაც შუახნის მამაკაცის მიმართულებით გაისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.