LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ არის მაიკ პომპეო და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ვინ არის მაიკ პომპეო და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

დაპოსტა 2020/11/17-ში
A A
426
ნახვა
გაზიარება

დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეო ეწვევა. მას სხვადასხვა შეხვედრა აქვს დაგეგმილი და ქვეყნისთვის მისი ვიზიტი ერთ-ერთი უმნიშველოვანესი პოლიტიკური მოვლენაა. 

ვინ არის მაიკ პომპეო და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ – მასალას ”პრაიმტაიმი” აქვეყნებს.

2018 წელს დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი, მაიკ პომპეო დანიშნა.

პომპეომ სახელმწიფო მდივნის ფიცი  2018 წლის 26 აპრილს დადო. ის აშშ-ს ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელსაც ამერიკის ისტორიაში ზემოთ აღნიშნული ორივე უმსხვილესი თანამდებობა ეკავა.

დონალდ ტრამპის თქმით, ის და მაიკ პომპეო „თითქმის ერთნაირად აზროვნებენ“.

„ჩვენს შორის არსებული ქიმია თავიდანვე იგრძნობოდა“,- უთხრა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა.

მაიკ პომპეოზე ხშირად ამბობენ, რომ ის დონალდ ტრამპის შეხედულებებს სამყაროზე სრულად იზიარებს. კერძოდ, ჯერ კიდევ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორად ყოფნის პერიოდში მაიკ პომპეო დონალდ ტრამპის პოლიტიკას მუდმივად იცავდა. თეთრ სახლში გამართული სადაზვერვო ბრიფინგების მანძილზე პომპეო ტრამპთან მჭიდრო ურთიერთობებს თანდათან ამყარებდა.

სანამ პომპეო სახელმწიფო მდივანი გახდებოდა, მან გაიზიარა ტრამპის თვალსაზრისი ისეთ საკითხებზე როგორებიც იყო – ტერორისტული ორგანიზაციები,  ირანის ბირთვული შეთანხმება, საიმიგრაციო პოლიტიკა..

„თუ ვინმე სახეში მუშტს დაგარტყავს, ვერ გაიქცევი, რადგან მათ შეიძლება კიდევ ერთხელ დაგარტყან“, – სწორედ ამ ფრაზით ახსნა 2013 წელს მაიკ პომპეომ ის, თუ რატომ უნდოდა შუა აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ძალების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებაში – ავღანეთიდან ჯარი გაეყვანა, დადებით მხარესაც ხედავდა, პომპეომ თქვა:

„თუ მათ ბრძოლა წამოიწყეს, უნდა გააგრძელო მათთან შებრძოლება. კიდევ არსებობენ რადიკალი ისლამისტი ტერორისტები, რომელთაც ჩვენი მოკვლა სურთ“.

თუმცა, გარკვეულ საკითხებში პომპეოს შეხედულებები ტრამპის შეხედულებებს უპირისპირდება. ყველაზე მეტად მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა აშშ-რუსეთის ურთიერთობებთან მიმართებაში იკვეთება.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალაქ უიჩიტოში სიტყვით გამოსვლისას პომპეომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე საუბრისას შემდეგი კითხვა დასვა: “რა სასჯელი დაუწესეს ვლადიმირ პუტინს ამის გამო? კი, ობამას ადმინისტრაციამ პუტინს გარკვეული სანქციები დაუწესა, მაგრამ ეს საკმარისია? არიან ისეთებიც, რომლებიც იტყვიან – ეს ჩვენი პრობლემა არ არის უკრაინა, შმუკრაინა, რომელსაც ჩემი შვილები რუკაზეც ვერ პოულობენ. თუმცა, გარწმუნებთ,  ვლადიმირ პუტინის დღის წესრიგში პირველ ადგილს ევროპის შეცვლა იკავებს”.

ამავე გამოსვლაში პომპეომ ისაუბრა, თუ როგორ უნდა დაპირისპირებოდნენ რუსეთს, სამხედრო შურისძიების გარეშე. პომპეიმ ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიც იყო რუსი ტურისტებისა და სტუდენტებისთვის აშშ-ს ვიზებზე უარის თქმა, უკრაინისთვის ბუნებრივი გაზისა და ნედლი ნავთობის მიყიდვა, რათა ისინი რუსეთზე დამოკიდებულები აღარ ყოფილიყვნენ.

ასევე, ამ პერიოდში, პომპეო ხშირად აღნიშნავდა, რომ აშშ-ს პოლიტიკურ სისტემაზე თავდასხმები ვლადიმირ პუტინისგან მოდიოდა. განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის კვალს უარყოფდა.

„სწორედ ვლადიმერ პუტინია ის, ვინც ცდილობს ამერიკა მსოფლიოს მე-3 ქვეყნად აქციოს“, – ამბობდა პომპეო.

თუმცა, როგორც Theatlantic-ი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც მაიკ პომპეომ ტრამპთან დაიწყო მუშაობა, რუსეთის მიმართ მსგავსი რიტორიკა შეარბილა. თუმცა, სხვა საკითხებთან მიმართებაში მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა.

ABC Radio-ს ცნობით, მაიკ პომპეო, რომელიც სენატორ ტომ კოტონთან ერთად ჩართული იყო ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, წამოაყენა იდეა, რომ “შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა განიხილონ ირანის ბირთული ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობა”.

პომპეოს თქმით, ირანისთვის ბირთული საქმიანობის შეზღუდვა მხოლოდ დროებით შეაფერხებდა ბირთული იარაღის წარმოებას. ხოლო სანქციების მოხსნით მიღებული ე.წ. ეკონომიკური შვება, რომელსაც ამ შეთანხმებით ქვეყანა მიიღებდა, ირანს  ტერორიზმის დაფინანსების გაზრდასა და საკუთარი გავლენების, ერაყში, სირიაში, იემენსა და ლიბანში გაფართოებაში დაეხმარებოდა.

„ობამას ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა, რომ დაესრულებინა ირანის ბირთული პროგრამა. ეს არ არის საგარეო პოლიტიკა, ეს დანებებაა“,- ამბობდა პომპეო.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში  აშშ-მ ირანის ბირთვულ შეთანხმება დატოვა.

ასევე, კონგრესში ყოფნის პერიოდში პომპეომ ანტი-მუსლიმ აქტივისტებთან დაამყარა კავშირი. ასევე,  წარმოადგინა მასობრივი თვალთვალის პროგრამა და სირიაში აშშ-ს სამხედრო ჩართულობას მხარი დაუჭირა.

პომპეო ამტკიცებდა, რომ ამერიკელების ჩარევა სირიაში იმისთვის იყო საჭირო, რომ მათ თავიანთი ძალის დემონტრირება მოეხდინათ.

„რაც ხდება დამასკოში, მხოლოდ იქ არ რჩება, რამდენადაც არ უნდა მინდოდეს მე ეს. ამერიკის ჯარების გამოყვანა ფაქტობრივად ნიშნავს მიდგომას,  – გაძლევთ უფლებას, დახოცოთ ერთმანეთი“,- განაცხადა პომპეომ.

პომპეოს სურდა ეჩვენებინა, სირიაში მიმდინარე კონფლიქტი როგორ ამყარებდა  ტერორიზმსა და მიგრაციას ფესვებს და როგორ დიდ ზეგავლენას ახდენდა ეს ყველაფერი მსოფლიოზე.

Primetime.ge

გაზიარება170

დაკავშირებული -პოსტები

ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა
მთავარი

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა მათი თა­ნა­მებ­რძო­ლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.   ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ...

დაწვრილებითDetails

გორში რამდენიმე ადამიანიბდაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში, ცენტრალურ მოედანზე, ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან პოლიციაა მობილიზებული. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული რესტორნის შენობის პერიმეტრი. ამ დროისთვის, დაზუსტებით უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა რესტორანში, თუმცა ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოხდა დაჭრის...

დაწვრილებითDetails

სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ოჯახის წევრები და ახლობლები წყალწითელაზე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს გლოვობენ. ,,ვაიმე რამწარე ხარ და ყველას ტკივილო ათუკო შვილო 😥😥😥მოფრინავს შენი გამწარენილი დედა ამდილით ჩემი თბილი მაიკო როგორ გაამწარე როგორ ჩაგიკრას...

დაწვრილებითDetails

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?
მთავარი

წყალწითელა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მდინარეა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მიედინება, ხოლო ქვემო დინებაში ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. მდინარის უჩვეულო სახელწოდება წლების განმავლობაში არაერთ კითხვას აჩენდა და მის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია
მთავარი

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი ე.წ. შამფურით დაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის ჩხოროწყუში -  "პირველების" ინფორმაციით, სოფელ ხანწკში მოზარდი ე.წ. "შამფურით" დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევას წინ  არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული არასრულწლოვანის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს და ამ დღეს იკითხება მისივე ტროპარი და კონდაკი. ტროპარი: „ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო,...

დაწვრილებითDetails

უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან – ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის...

დაწვრილებითDetails

ივნისში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 33 823 პირს ჰქონდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"