22 წლის ები ბაჯინსკი 26 მაისს კოვიდვაქცინის დოზის გაკეთების შემდეგ ოჰაიოს შტატის მიერ ორგანიზებულ გათამაშებაში იღბლიანი გამარჯვებული აღმოჩნდა. ვაქცინის გაკეთებით ებიმ 1 მილიონი დოლარი მოიგო.
გათამაშება, სახელად “Vax-a-Million” ოჰაიოს შტატმა ვაქცინაციის წასახალისებლად წამოიწყო. გათამაშებაში ვაქცინირებული ადამიანები ერთვებიან და მათ შორის ყოველ კვირას თითო გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშებაში მონაწილეობა ოჰაიოს იმ მცხოვრებლებს შეეძლოთ, რომელთაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც ჰქონდათ გაკეთებული.
გათამაშებაში 3 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა იღბლიანი მათ შორის სწორედ ები აღმოჩნდა