ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, “პირველი არხის” ოპერატორი, ილიკო თვალიაშვილია, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა თვალები დაუზიანეს. მას თვალებში ქიმიური ხსნარი შეასხეს, რის გამოც ილიკო თვალიაშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მას მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და აქციას აშუქებდა.
ცნობილი არ არის ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებისა და დაკავების შესახებ ინფორმაცია.










