გუშინ დაღუპული ახალგაზრდა ბიჭი, ხელვაჩაურში მცხოვრები 28 წლის სოსო ზაქარიაძეა.
ახალგაზრდა ბიჭი, მანქანაში „დრიფტაობისას” მარტო იჯდა, როცა უკნიდან მომავალი მანქანა დაეჯახა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს, დედა ერთი წლის წინ დაეღუპა, ხოლო მამა სასჯელს იხდის.
უბედური შემთხვევა ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.
შემთხვევის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.











