ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა.
რეიტინგში პირველი ადგილი გერმანიის კანცელმა ანგელა მერკელმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ უკვე 9 წელია, რაც მერკელი Forbes-ის რეიტინგის სათავეშია.
მე-2 ადგილი მსოფლიოს სავალუტო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგერდმა დაიაკავა. მე-3 ადგილზე კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი გავიდა.
1. ანგელა მერკელი- გერმანიის კანცლერი

2. კრისტინ ლაგერდი – მსოფლიოს სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი

3. ნენსი პელოსი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

4. ურსულა ფონ დერ ლაიენი- ევროკომისიის პრეზიდენტი

5. მერი ბარა- General Motors-ის გენერალური დირექტორი

6. მელინდა გეითსი – ბილ გეითსის ცოლი

7. ებიგეილ ჯონსონი- კომპანია Fidelity Investments-ის პრეზიდენტი

8. ანა პატრისია ბოტინი – საფინანსო საკრედიტო ჯგუფ Santander-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

9. ჯინი რომეთი- IBM-ის გენერალური დირექტორი

10. მერილინ ჰიუსონი- ამერიკულითავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ის ხელმძღვანელი.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ:
ელისაბედ მეორე (მე-40 ადგილი), ივანკა ტრამპი (42-ე ადგილი), რიანა (61-ე ადგილი) და ტეილორ სვიფტი (71-ე ადგილი)










