ქუთაისის საკრებულოში ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 19 თანამდებობის პირს აქვს. მათგან ხუთმა თანამდებობის პირმა 2023 წელს დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო. – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
თანამდებობის პირები ქუთაისის საკრებულოში, რომლებაც დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო:
თეიმურაზ ნადირაძე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თეიმურაზ ნადირაძემ 2023 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი შპს “დასავლეთ საქართველოს ნეირორეაბილიტაციის ცენტრი თემიდა-97”-ის 50% წილის მფლობელია, თუმცა საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
მამუკა რიჟამაძე კომისიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა რიჟამაძემ 2022 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, აზა სულაძე არის შპს პრემიუმ ავტოს დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრე.
ამირან კოპალეიშვილი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილმა 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ის არის შპს „DAMI“-ს 33% წილის მფლობელი, თუმცა საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. მან დეკლარაციაში მიანიშნა, რომ კომპანია არ ფუნქციონირებს.
თეა ჯუღელი კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელმა 2023 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის: თბილისში მდებარე 68 კვ.მ. Dინა; მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხათწყაროში არსებული 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. შენობებთან ერთად; ასევე, წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში მის თანასაკუთრებაში არსებული სამი მიწის ნაკვეთი. თუმცა ამ ქონების შესახებ მიუთითა 2024 წლის დეკლარაციაში.
ზაქრო მამასახლისი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ზაქრო მამასახლისმა 2023 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ის რვა კომპანიის მეწილეა, თუმცა საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.