თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აქტივისტები ნიკა ნარსია, კახა კვეკვესკირი და ალბერტ მერებაშვილი დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მოსამართლემ მერებაშვილს 1 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა, კვეკვსკირსა და ნარსიას 1 500 ლარიანი.
დღესვე სასამართლოში კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის პროცესია ჩანიშნული. ხოლო კვიტატიანის სასამართლო გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეები 14 აპრილს “ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მაშინ დააკავა, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის სავალდებულო კარანტინის მოხსნას ითხოვდნენ. შსს მათ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.