ქუთაისელებს 31 ოქტომბერს სამი არჩევანის გაკეთება მოუწევთ. რომელმა მაჟორიტარმა და პარტიამ უნდა წარმოადგინოს და დაიცვას მათი ინტერესები პარლამენტში და ვინ იქნება ქალაქის მერი. ქუთაისის პირველი პირის არჩევა, საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ქალაქის ბოლო მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა ვადამდე ადრრ დატოვა , ამ ეტაპზე ქალაქის პირველი პირის მოვალეობას მისი მოადგილი დავით ერემეიშვილი ასრულებს. მეგა ტვ-ის ჟურნალისტმა მოქალაქეებს შეკითხვა დაუსვა, რას ელოდებიან ისინი ქალაქის მომავალი მმართველისაგან და როგორია მათი მოლოდინი .
გუბაზ სანიკიძე სასამართლოში იკითხება
თბილისის საქალაქო სასმართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე იკითხება. სანიკიძეს სასამართლოში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით საქმე ეხება საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე. დღეს...










