ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვასსაკვირაო ქადაგებაში სიტყვებით მიმართა. მეუფემ ამჯერად ყურადღება კიდევ ერთ გარემოებაზე შეაჩერა. „კომისიის წევრმა ნატალია ილიჩოვამ ქართული არ ისწავლა“ – აცხადებს მეუფე.
„საერთოდ საოცარი კომისიაა რა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა. მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა და შეიძლება? ასეთ საქმეს ვის ანდობ? ერთი, რომელიც განზრახ იძახის, რომ სხვისია ეს მიწა. ვინა ხარ, ვინ გეკითხება, წადი, დაეტიე სადაც ხარ. არავის უნდა ციხეში იყოს, მაგრამ გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო და შიდა ერთმანეთის ჭამით რა გამოვა? ჩვენ წესიერად უნდა გადავწყვიტოთ აზერბაიჯანელებთან, თორე აქ ვის დაიჭერ და ვის არა, რაზე იჭერ კაცს, გეკითხა და გეუბნება, რომ იმისია. მაგის გამო იჭერ? შენ გყავს შეყვანილი კომისიაში”, – ამბობს მეუფე იაკობი.
შეგახსენებთ, გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან 28 იანვარს გაათავისუფლა.