საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე თვეში ერთა ლიგის ორ შეხვედრას გამართავს.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.
ვილი სანიოლმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:
GK: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;
DF: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვერკველია, ლაშა დვალი, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე, ლევან შენგელია;
MF: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე;
ST: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე
ბრუნდება: ნიკა კვეკვესკირი, ანრი მექვაბიშვილი, საბა ლობჟანიძე










