IFFHS-ის მიერ დასახელებული წლის 20 საუკეთესო მწვრთნელის სრული ჩამონათვალი ასეთია:
- ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი)
- გარეთ საუთგეიტი (ინგლისი)
- დიდიე დეშამი (საფრანგეთი)
- რონალდ კუმანი (ნიდერლანდები)
- იულიან ნაგელსმანი (გერმანია)
- ვინჩენცო მონტელა (იტალია, თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- მურატ იაკინი (შვეიცარია)
- ვილი სანიოლი (საფრანგეთი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ლიონელ სკალონი (არგენტინა)
- ნესტორ ლორენსო (არგენტინა, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- მარსელო ბიელსა (არგენტინა, ურუგვაის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ფერნანდო ბატისტა (არგენტინა, ვენესუელას ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ჯესი მარში (აშშ, კანადის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ტომას კრისტიანსენი (ესპანეთი, პანამის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ემერს ფაე (კოტ დ’ივუარი)
- ჟოზე პეზეირო (პორტუგალია, ნიგერიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ჰუგო ბროსი (ბელგია, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ბარტოლომე მარკესი (ესპანეთი, კატარის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- ჰუსეინ ამუტა (მაროკო, იორდანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)
- დარენ ბეიზლი (ინგლისი, ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი).
სანიოლი „ჯვაროსნებს“ 2021 წლის 15 თებერვალს ჩაუდგა სათავეში და გუნდი მისი ხელმძღვანელობით ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა.










