ვიდრე ინფექციურის პიარი არ ჩავრთეთ საქმეში, იქამდე არ ტოვებდნენ საავადმყოფოშიც – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შორენა შავერდაშვილუ წერს და იტალიიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოსული მეგობრის ისტორიას გვიყვება.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”ჩემი თანამშრომელი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ჩრდილოეთ იტალიიდან. რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ სახლიდან არ გამოსულად გლა და იქცევა ძალიან კულტურულად (იღებს ყველანაირ ზომას), რომ სხვებს არ გადასდოს რამე, თუ ღმერთმა არ ქნას და ვირუსის მატარებელია.
გუშინ დაეწყო გაციების სიმპტომები – მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ აქვს სურდო და აწუხებს ყელი.
აქაც მოიქცა როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე და დარეკა ცხელ ხაზზე – 116 001. მოუყვა თავის მგზავრობის ისტორია და სიმპტომები და მიუხედავად იმისა, რომ არის რისკ ჯგუფში და აქვს მცირედი სიმპტომები, მაინც არ უღებენ სისხლს კორონავირუსზე. ალბათ გაცივდითო.
სწორია ეს?
და ვის შევჩივლოთ?
აქვე ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პანიკის, უბრალოდ მაინტერესებს, როგორია სწორი საქციელი.
მე ვურჩიე, რომ გაიკეთოს პირბადე და თავის ფეხით წავიდეს ინფექციურში. და იქაც თუ არ მიხედავენ, დამირეკოს.
როგორც ვურჩიეთ, ჩემი თანამშრომელი თავის ფეხით მივიდა ინფექციურში, მიუხედავად იმისა, რომ ცხელ ხაზზე უთხრეს, სიმპტომები არ გაქვთ და არ მოხვიდეო.
ამასობაში, გაციების სიმპტომებთან ერთად, გასინჯვისას აღმოაჩნდა სიცხეც – 37 გრადუსი.
ვიდრე გოგა ბერიძე არ ჩავრთეთ საქმეში (ინფექციურის პიარი), და მადლობა მას, იქამდე არ ტოვებდნენ საავადმყოფოშიც.
სინჯს (ანალიზს) ჯერ ისევ არ უღებენ.
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ არ მუშობს სწორი პრევენციული მექანიზმები!
ეს არ არის ვირუსის პრევენციაზე მუშაობა.
თუ არ გვყოფნის რესურსი პრევენციული ზომების გასატარებლად, ესეც უნდა ითქვას.
რისკ-ჯგუფის ადამიანების შემოწმებაზე და სინჯის აღებაზეა საუბარი და არა ზოგადად დაპანიკებულ ადამიანებზე.
Tamo Bodo
დაავადებათა კონტროლის ცენტრი” – წერს სოციალურ ქსელში შორენა შავერდაშვილი.