კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათზე განცხადებას ავრცელებს.
”კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმიანება 19 მაისს რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა, რაც ტაძარში წყლის ინფილტრაციასა და ტენიანობის მაღალ დონეს უკავშირდება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მომხდარზე არანაირი რეაგირება არ ხდება.
სინამდვილეში კი, დღეს, ადგილზე იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა ჯგუფი. ვითარების ადგილზე გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს (და რასაც ამ ინფორმაციის გავრცელებისას მედიასაშუალებები იყენებენ), უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე გუშინ, 18 მაისს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება.
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. ამ გზით დაცულ უნდა იქნეს ძეგლი დამატებითი ზიანისაგან მანამ, სანამ კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე მუშაობს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგად, მიმდინარე წლის ივნისში გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის თანახმად ხარვეზებით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების მიზეზით შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრაში სამინისტროსთვის კონსულტაციების გაწევის მიზნით საქართველოს იუნესკოს ექსპერტები ეწვევიან. სწორედ იუნესკოს ექსპერტების მიერ ადგილზე ვითარების შესწავლისა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება ტაძარში არსებული მდგომარეობის გამოსწორების სამოქმედო გეგმის შედგენა.”
აღნიშნული ვიდეო ”ევროპა ჩვენი სახლიას ” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა 18 მაისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
გელათია ეს!
ზოგიერთი ფიქრობს რომ ვაჭარბებთ,
ალბათ ბევრს თავიც მოვაბეზრეთ..
სინამდვილეში ასე ნადგურდება უნიკალური მხატვრობა!
საუკუნეებს გაუძლო და ამწამსაც იშლება…
იატაკზე იყრება, ცოცხით იგვება და იგივე ნაგავსაყრელზე გადის, სადაც მანქანიდან გადაგდებული სიგარეტის კოლოფი, ან ბანანის ქერქი ჰპოვებს საბოლოო განსასვენებელს..
ასეთი ქვეყანა თუ გვინდოდა-“გაგვიმართლა” და გვაქვს კიდეც..
საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8...
ვერძი აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კურო ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის მოგვარებაში. საღამოს სასიამოვნო ამბავია მოსალოდნელი....
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...
საქართველოში, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს...
3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის...
ქვიტირის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა პედაგოგი თემურ სალდაძე "ქვიტირის საჯარო სკოლა ემშვიდობება ჩვენი სკოლის ღირსეულ მასწავლებელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, საუკეთესო მეგობარს ბატონ თემურ სალდაძეს. ათწლეულების განმავლობაში იგი ღირსეულად...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ფიზიკური პირის, ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა,...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის...