მინსკი-თბილისის რეისზე დაპირისპიება იყო.
არსებული ინფორმაციით, ქართველმა კაცმა, რომელიც სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო ბელარუს მგზავრ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ის სხვა ადგილას გადასვეს, რაც მან შეურაცხყოფად მიიღო. ვიდეოში ჩანს როგორ ცდილობენ ნათესავები კაცის დაწყნარებას, თუმა ამან სიტუაცია არ განმუხტა.
მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში ბევრი ქალი და ბავშვი იყო, მგზავრები ამბობენ, რომ “ყველა შოკში იყო”.
თვითმფრინავის თბილისში დაშვების შემდეგ კაცი, სავარაუდოდ, დააკავეს. დამატებითი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით ჯერ უცნობია.










