თბილისში 73 წლის კაცს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახი ავრცელებს:
„გამარჯობა მეგობრები. მოკლედ ვეძებ მამას, რომელიც გუშინ გავიდა სახლიდან და ჯერ არ დაბრუნებულა. გავიდა შერმადინის ქუჩიდან (დიდი დიღომი).
აცვია წითელი სპორტული ზედა, შავი სპორტული შარვალი და შავი ბოტასები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და გთხოვთ ეს პოსტი გადააზიაროთ.
თუ შენიშნავთ სადმე დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე ან არ ვიცი, ნებისმიერ ლოკაციაზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ 112 ან დაგვიკავშირდით ნომერზე 597 107 907 ; 599318392. ვტვირთავ ფოტოსაც საორიენტაციოდ“ წერს დაკარგულის შვილი.