LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მინდა მივიდე იმ კლინიკაში და თავი გავუსიო იმ დეგენერატს!! – რას წერს მოქალაქე

ვეტერინარისა და რუსი გოგონას ამბავი, რომელიც ცუგოს დაეხმარა

დაპოსტა 2022/03/15-ში
A A
113
ნახვა
გაზიარება

,,გუშინ ასეთი რამ მოხდა ვეტერინარულ კლინიკაში: შემოვიდა რუსი გოგო (დაახლოებით 20 წლის) მობილურით ხელში და იკითხა ვინმე თუ საუბრობდა რუსულად. გამოვიდა რუსულად მოსაუბრე თანამშორმელი, რომელსაც გოგონამ მობილურში ლეკვი აჩვენა და დაიწყო ახსნა, რომ ქუჩაში იპოვა და ძალიან ცუდად იყო იმიტომ, რომ ნაწლავები “უკნიდან” ჰქონდა გადმოსული. ამ დროს დაუძახეს ვეტერინარს და ანახეს ფოტო, ვეტერინარმა უთხარა, მოიყვანეთ და დავეხმარებითო.

გოგონამ იკითხა, თანხა რამდენი იქნება გადასახდელიო? ვეტერინარმა, შენ უბრალოდ მოიყვანე და არაფერი იქნება საჭიროო.

მაშინვე გაიქცა, ეტყობოდა, რომ ძალიან გაუხარდა, და დაახლობით ნახევარ საათში მოვიდა (სუნთქვის სიხშირეზე ეტყობოდა, რომ ირბინა) და ლეკვიც მოიყვანა. ლეკვი მართლა ცუდად იყო, ამავე დროს ძალიან ჭუჭყიანიც, მაგრამ ეს გოგო ისე ეხუტებოდა და ისე უხაროდა რომ ეხმარებოდა, მგონი, ამ ყველაფერს ლეკვიც გრძნობდა და ამის გამო მშვიდად იყო.

სანამ ველოდებოდი, ვკითხე სად იპოვა ლეკვი. ამიხსნა, რომ მოსკოვის პროსპქეტზე ნახა (კლინიკა ვარკეთილის მეტროსტან არის) და ასე ქუჩაში ვერ დატოვებდა, რადგან ძალინ ცოდო იყო.
ცოტა ხანში დაუძახა ვეტექიმმა და ძაღლიც შეიყვანეს.

მერე რა მოხდა, არ ვიცი. ამასობაში ჩემი კატა გამოიყვანეს საოპერაციოდან და წამოვედი.

რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი. სავარაუდოდ, ეს პოსტი ისე არ გავრცელდება, როგორც სხვები, სადაც იმით იწონებენ თავს, რომ რუსებს ეუბნებიან:

“ქართულად ილაპარაკე, როცა საქართველოში ხარ,” “ოკუპანტის ენაზე მე არ ვსაუბრობ”, “თქვენი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის” და მსგავსი უაზრობები, რამდენიც გინდათ, იმდენი გვაქვს (თან ხმის ტემბრში და მანერაში დიდი აგრესიით).

ეს იყო ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომელიც ადამიანურად მოიქცა, ერთი მხრივ, იმ გოგონასი, რომელიც უცხო ქვეყანაში დადიოდა და ქუჩაში ნაპოვნი ლეკვის გამო დახმარებას ითხოვდა, და მეორე მხრივ, ვეტექიმის, რომელსაც ნებისმიერი თანხის დასახელება შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა, სიტუაციიდან გამომდინარე.

მეგობრებო, ამ იდეების ბაგაბუგში ყველაზე მნიშვნელოვანი არ დავკარგოთ, რასაც ადამიანობა ჰქვია.რა ვუთხარი იმ მონაპოვარს, რომელიც ადამინობაზე უარს ათქმევინებს ადამიანს.

განთქმული მწერლების თუ ფილოსოფოსის ფრაზებით საუბარს თავი დაანებეთ,საკუთარი აზრები წერეთ, ეგ უფრო დაგეხმარებათ. ნუ იქნებით პროპაგანდის მსხვერპლნი, ნუ ჩაერთვებით სხვის თამაშში, რომელიც მწუხარების მეტს არაფერს მოგიტანთ. სიმშვიდე და სიხარული ჩვენშია და არა სხვა რამეში რომელსაც გარეთ ვეძებთ. პირველ რიგში ეს უნდა გავიგოთ.

P.S. ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ ყველა რუს ან უცხოელს პირზე კოცნით უნდა შეხვდეთ ან რამე მაგდაგვარ იდეას, უბრალოდ იყავით ადეკვატურები თქვენი ადამიანობიდან გამომდინარე, და არა თქვენი იდეებიდან (რომელიც კაცმა არ იცის საიდან ჩაგვიდეს).

ეს პირველ რიგში თქვენ მოგიტანთ სიმშვიდეს.

ვეტერინარული კლინიკა ნიუ ვეტი New Vet Clinic მადლობა ??”-წერს ვახო გახოკიძე.

გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...

დაწვრილებითDetails

ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.   შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.   არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის...

დაწვრილებითDetails

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.  გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევა ხაშურში, ტაბიძის სკვერში მოხდა....

დაწვრილებითDetails

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"