”ვერ გადავარჩინეთ – ქუთაისის ძაღლთა თავშესაფარში ტელეფონის ზარსაც კი არ უპასუხა არავინ!” – მოქალაქე ქუთაისში მომხდარი შემთხვევის შესახებ ფეისბუკზე წერს:
”ძაღლი იმსხვერპლა დღეს ქუთაისში, ჭავჭავაძეზე ერთმა არაკაცმა. თან ისე წარბიც არ შეუხრია, ძაღლისკენ არც კი გამოუხედავს როგორ იყო რომ ენახა.
ასეთი არაფერი მინახავს, დაკარგავდა გონს საცოდავი ცუგა, მოფხიზლდებოდა ისევ და ასე მანამ, სანამ ვეტ კლინიკაში არ მივიყვანეთ მე და ჩემმა მეგობარმა.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდემდე არ უნდა მოეთხოვებოდეთ პასუხი ასეთ უგულო, ცარიელ, ნაგავ ადამიანებს!
ქუთაისის ძაღლთა თავშესაფარში ტელეფონის ზარსაც კიარ უპასუხა არავინ!
ვერ გადავარჩინეთ.” – წერს მოქალაქე.