LIVE TV
ორშაბათი, ოქტომბერი 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ვერავის დავაძალებთ, გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი” – მიხეილ ყაველაშვილი

დაპოსტა 2025/10/11-ში
38
ნახვა
გაზიარება

შესაძლებელია უკვე მოხდეს [აშშ-თან] ჩვენი ურთიერთობების განახლება ახალი ფურცლიდან, არაფერი ზედმეტი – [ტრამპისგან] მისგან იყო პასუხი, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას, ვერავის დავაძალებთ, გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი, ჩვენ არ ვართ ასეთი დამოკიდებულების ხალხი,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„ელემენტარული რამ არის, რომ შესაძლებელია უკვე მოხდეს ჩვენი ურთიერთობების განახლება ახალი ფურცლიდან, არაფერი ზედმეტი. მისგან იყო პასუხი, არც ეს დამიმალავს, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას. ისიც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი. ჩვენ არ ვართ ასეთი დამოკიდებულების ხალხი, ხელისუფლება და ადამიანები. ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული არსებული რეალობა. აქედან გამომდინარე ვიცით გლობალური გამოწვევები, შეიძლება დღის წესრიგში ჯერჯერობით არ ფიგურირებს საქართველო და ესეც გასაგებია და გასაგებიც უნდა იყოს. პოზიტიური მოლოდინი თავისთავად [გვაქვს]. დონალდ ტრამპმა მომილოცა 26 მაისი, ეს დამალეს. განა არ იციან, რომ ეს [ფოტო] „ფეიკი“ არაა და ნამდვილია, იქ ვიყავი, გაეროში გამოვედი, შემდეგ ვახშამს დავესწარი, სისულელეა ახლა ამის მტკიცება. ფაქტია, ეს მოცემულობაა. რატომ უნდა უარყონ იცით? იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ინსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული შთააგონონ , რომ ეს ნამდვილი არ არის. გაურბიან ფაქტობრივ პასუხს, ფაქტსაც კი შლიან. აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაც კი „გააბანძეს”. ჩვენ გვეუბნებიან მონებიო, აი მონობა რა არის, კითხვას ვერ უსვამს საკუთარ თავს, ეს ფაქტია თუ არ არის ფაქტი, გამოვიდეს და ხმამაღლა თქვას. იმ ახალგაზრდას უთხრას, იცით, რა ფაქტია კი, ყაველაშვილი შეხვდა და ჰქონდა ურთიერთობა და ეს სურათიც ნამდვილია და ეს მილოცვაც ნამდვილია. ამის გამბედაობა არ აქვთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხალხთან გვაქვს საქმე”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გარდა ამისა, ყაველაშვილის თქმით, სიამაყის განცდა აქვს, რომ საქართველოს „შეუძლია ასეთი პოზიციონირება, რომ არავის მისდევს, არავის აეკიდება კალთაზე, წარმოაჩენს თავის სახელმწიფოს, თავის ეროვნულ ინტერესს, თანასწორია ყველასთან ურთიერთობაში, ვინც არ უნდა იყოს, რა დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს”.

„ერთი ერთში არის ტრამპთან ბრძოლა. თითქმის მთელი ჰოლივუდი ებრძოდა ამ ადამიანს ხომ? რუსული პროექტი. ნუთუ ამ ადამიანებს ამ ახალგაზრდებს არ ებადებათ კითხვა, ნეიტრალურ ხალხს ხომ ებადება კითხვა, რომ ტრამპიც რუსეთია? ტრამპიც რუსულია? ეს ადამიანები იგივეს იძახდნენ ტრამპზეც, ეს ხომ მოცემულობაა, ეს ხომ ფაქტია. როცა ტრამპმა გაიმარჯვა, იგივე ადამიანები – სააკაშვილი, გვარამია და სხვები, ამგვარ ბრალდებებს აჟღერებდნენ. ღირებულებით ნაწილში კი, ჩვენ და ტრამპს თანხვედრა გვაქვს. როცა ის იბრძოდა გამარჯვებისთვის, ჩვენც იგივე ღირებულებები გვქონდა: ოჯახური ფასეულობები, ეროვნული ინტერესები, ეკონომიკური განვითარება, მიგრაციის საკითხები და ა.შ. ბევრ თემაში თანხვედრაა აშშ-ის პრეზიდენტთან”, – განაცხადა ყაველაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი

ოქტომბერი 11, 2025
2.8k
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ნინო გელენიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვეყნებს. "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნინო გელენიძის გარდაცვალების...

დაწვრილებითDetails

12 წლის განმავლობაში პენსია რეალურად გაიზარდა მხოლოდ 68 ლარით – რომან გოცირიძე

ოქტომბერი 11, 2025
96
ეკონომიკა

“ასეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად “ოცნების” კლანის ჯიბეებში მიედინება” - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია (ინფლაციის გათვალისწინებით) საშუალოდ წლიურად მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ, ყველა გოგომ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა – გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

ოქტომბერი 11, 2025
18
მთავარი

დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ ყველას, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა თუ მხარეში მცხოვრები ნებისმიერი მოზარდი გოგოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცაზე; დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ იმაზე,...

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უკვე უამინდობის დროსაც შესაძლებელია

ოქტომბერი 11, 2025
116
მთავარი

განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. "დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაცული ტერიტორიების სააგენტო შესაბამის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს. ოკაცეს...

დაწვრილებითDetails

ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოქტომბერი 11, 2025
51
მთავარი

მოსამართლემ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა, ხოლო კიდევ 3 ბრალდებულს პატიმრობა. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ია დარახველიძე პენიტენციურ დაწესებულებას 10 000 ლარის...

დაწვრილებითDetails

16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა

ოქტომბერი 11, 2025
327
მთავარი

ხობში 16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა, გოგოს მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იყვნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ერთი თვეა ქართველ კაცს ეძებენ

ოქტომბერი 11, 2025
160
მთავარი

 იტალიური მედიის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულია საქართველოს მოქალაქე ბადრი ჭელიძე, რომელიც ცხოვრობს რეჯო კალაბრიაში. უკვე ერთი თვეა მისი კვალი არ ჩანს. ბოლოს ის ნახეს კატანძაროში, რეჯოსკენ დაბრუნებისას.იტალიური მედია RTV – Reggio...

დაწვრილებითDetails

“ხონის ბაზრის შესასვლელში­ რა საჭიროა ბიტკოინის აპარატი, ვინ მოიხმარსო? – მოიხმარს ის, ვინც ყიდულობს ნარკოტიკს”

ოქტომბერი 11, 2025
182
მთავარი

"როგორც ექსპერტი, დიდი ხანია ვცდილობ ქვეყანაში შევცვალო ნარკოპოლიტიკა და გავხადო არა დასჯაზე, არამედ ადამიანზე ორიენტირებული. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზიც ესაა. თუ მოვხვდი ოდესმე იქ, სადაც გადაწყვეტილების მიღება შემეძლება, ბერკეტი მექნება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში ბარგთან დაკავშირებით სიახლეა

ოქტომბერი 11, 2025
1.2k
მთავარი

ქუთაისის აეროპორტმა ბარგის ჩაბარების თვითმომსახურების სისტემა დანერგა. ინფორმაციას 34travel ავრცელებს. მგზავრებს ბარგის რეგისტრაცია პერსონალის დახმარების გარეშე შეუძლიათ. საკმარისია მხოლოდ ჩასხდომის ბარათის დასკანირება და ლენტზე ბარგის დადება. ახალი სერვისი უკვე ყველა...

დაწვრილებითDetails

“სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან” – 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

ოქტომბერი 11, 2025
19
მთავარი

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან. - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში, რომელიც მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს ეხმიანება. "ყოველი წლის 10...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».