დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირალობას არ აქვს ბუნებრივია, ალტერნატივა. ვერავინ ვერ ასაბუთებს – რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი…შინაარსში არის ყველაფერი გამართული, კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონი, არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული და გაუმჭვირვალობა – ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას მეორედ, დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ.
ატრაქციონის დაზიანების შედეგად, მოზარდი დაშავდა – მიმდინარეობს გამოძიება
ლოტკინში, ატრაქციონის დაზიანების შედეგად, მოზარდი დაშავდა, - ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს. "გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად...










