აშშ-ში, არიზონას შტატში, ველოსიპედისტებს, ავტომობილი დაეჯახა და რამდენიმე მათგანს გადაუარა.
შედეგად, ექვსი ველოსიპედისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, კრიტიკულად მძიმე.
BBC-ის ინფორმაციით, ველოსიპედისტები მსვლელობას აწყობდნენ და თანხას რელიგიური სკოლისთვის შესაწირად აგროვებდნენ. პიკაპის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, პოლიციამ მისი დაკავება მალევე შეძლო. დაკავებისას, სამართალდამცველებმა სატვირთოს მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღის გამოიყენებით დაჭრეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.