ქუთაისს სიცოცხლე ნელ-ნელა უბრუნდება. გაიხსნა ქალაქი, აღდგა ავტომობილებით გადაადგილება. დაწესებულებების ნაწილმა მუშაობაც განაახლა, თუმცა შეზღუდულად. მოქმედებს გატანის სერვისი, მაგრამ ქალაქში ხალხის ნაკლებობის გამო ჯერ ამ სერვისმა დიდი პოპულარობა ვერ დაიმსახურა. ფაქტიურად გაჩერებულია ქალაქში ცნობილი ბიკენტიას საქაბაბე.
ქალაქის გახსნას დადებითად აფასებენ მოქალაქეები. მათი თქმით მნიშვნელოვანია ქუთაისში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში ნელ-ნელა ცხროვრება აღდგეს. ჩვენ ასევე ვკითხეთ მათ, თუ როგორ შეაფასებენ ისინი მთავრობის მუშაობასa და როგორია მათი მოლოდინი.









