ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში თანამშრომელები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ეპიდემიოლოგებს ელოდებიან. როგორც დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას აცხადებს, მათ იმ კლინიკებში გადაიყვანენ, სადაც თავისუფალი ადგილები იქნება:
“ველოდებით გადაყვანას, არც ერთს არანაირი სიმპტომი არ აქვს, ყველა არის ნორმალურად, არც სიცხე აქვთ და არც არაფერი. გვითხრეს სადაც თავისუფალი ადგილები იქნება იქ გადაგიყვანთო მასწავლებლებიდან ყველა ინფიცირებულია. ვისაც არ დაუდასტურდა ისინი თვითიზოლაციაში იქენებიან. ჯამში 50 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. ალბათ ხვალიდან დაიწყება კონტაქტების გამოძიება.” – განაცხადა “მეგა ტვ”-თან საუბრისას 32-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ნათია ხაზარაძემ.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს კოვიდ19 ცოტა ხნის წინ დაუდასტურდათ. მათი ინფიცირების წყაროდ 60 წლის ქალი სახელდება, რომელიც ე.წ თბილისის ქორწილს კლასტერს უკავშირდება.
ასევე დაგაინტერესებთ: