LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისთვის მისაწვდომი უნდა გახდეს – კანონპროექტი

დაპოსტა 2026/02/19-ში
13
ნახვა
გაზიარება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, შესაბამის სუბიექტებს გაუჩნდებათ ვალდებულება ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისათვის მისაწვდომი გახადონ, ასევე შეიქმნება ადაპტირებისათვის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი.

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება დაწესებულებები – ადმინისტრაციული ორგანოები და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი, რომლებიც ვალდებულები იქნებიან განახორციელონ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობა.

საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს მისაწვდომობის ვალდებულების აღსრულების თავისებურებას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობა უნდა განხორციელდეს პროპორციული ტვირთის დაკისრების პრინციპების გათვალისწინებით.

პროექტი ახდენს მთავრობისათვის „ტექნიკური რეგლამენტის – ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი“ დამტკიცების დელეგირებას. ამავე დროს, მთავრობა განსაზღვრავს ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც არ გავრცელდება მისაწვდომობის სტანდარტი.

„ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, მათ შორის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მე-9 მუხლის იმპლემენტაციისათვის. ამ ცვლილების ძირითადი ბენეფიციარები უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები არიან, თუმცა, ცვლილებები, საბოლოო ჯამში, თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეეხება და მათთვის კიდევ უფრო მისაწვდომს და კომფორტულს გახდის კომუნიკაციისა და ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობებს“, – განაცხადა კანონპროექტის ავტორმა და ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

“გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტი არის საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი”- სოზარ სუბარი

თებერვალი 19, 2026
0
მთავარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში არსებული ფუნქციური დუბლირების საკითხი დააყენა და ერთ-ერთი ინსტიტუტის...

დაწვრილებითDetails

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს

თებერვალი 19, 2026
5
მთავარი

ბრიტანულმა პოლიციამ მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ძმა, 65 წლის ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორი დააკავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, ყოფილი პრინცი ენდრიუ სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული. „გამოძიების ფარგლებში დღეს, 19 თებერვალს...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო

თებერვალი 19, 2026
31
მთავარი

თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის დამფასოებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე ვ. ჯ. ( მის: ქ. თბილისი, აგლაძის...

დაწვრილებითDetails

გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა – ვლადიმერ ბოჟაძე

თებერვალი 19, 2026
9
მთავარი

„ევროპელი სოციალისტები“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც ხარისხიან, უსაფრთხო, ხელმისაწვდომ მედიკამენტებს გამოუშვებს, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

თებერვალი 19, 2026
4
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს – ინფრასტრუქტურის მინისტრი

თებერვალი 19, 2026
354
default
მთავარი

„ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს ადგილზე დავათვალიერეთ მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ხორციელდება. ვისაუბრეთ ქალაქის...

დაწვრილებითDetails

გადასახედია ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკა- CPT ანგარიში საქართველოზე

თებერვალი 19, 2026
19
მთავარი

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტის (CPT)  ანგარიში, რომელიც დღეს, 18 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსაც საქართველოში. ანგარიშის თანახმად, CPT-ის დელეგაცია პირველად ეწვია თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს (შემდგომში: თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო) და განახორციელა...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ საქმეზე სასამართლომ 400 მლნ დოლარის გადახდის აღსრულება შეაჩერა

თებერვალი 19, 2026
231
მთავარი

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კომპანია „ენკას“ (Enka Renewables LLC) სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ  ქართული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ხანძარი გურჯაანში – დაშავებულია ერთი პირი

თებერვალი 19, 2026
26
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად მექანიკოსი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში, სოფლის შესასვლელში მდებარე ავტოსერვისში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მანქანას არემონტებდა და ავტომობილი სპეციალურ მოწყობილობაზე ჰყავდა აწეული, როცა ტრანსპორტს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. ხანძრის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

თებერვალი 19, 2026
24
მთავარი

სამართალდარღვევები დაფიქსირდა კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული საშეშე მასალისა და მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას სამართალდამრღვევები ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახდენდნენ. ჯამში ამოღებულია...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».