LIVE TV
პარასკევი, თებერვალი 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,ვაჩვენოთ ერთიანობა და განვამტკიცოთ ურთიერთობები” –მერფი

დაპოსტა 2022/04/19-ში
74
ნახვა
გაზიარება

დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესვუმენი ქეით ლირაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.

დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება.

დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.

“ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანს-ატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულმომენტშივუერთდები კონგრესისდელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად,”- განაცხადა სენატორმა კუნსმა.

“შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული კოვიდ-19 პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას.”

“რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში,” – თქვა სენატორმა პიტერსმა.

“ტრანს-ატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა.”

“იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანს-ატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე,” – თქვა სენატორმა კეისიმ.

“პუტინს შეიძლება ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია. მოუთმენლად ველი მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გავაგრძელოთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა.”

“ჩემთვის პატივია მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან დელეგაციაში, რათა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ამ არეულობის ფონზე,”- განაცხადა კონგრესვუმენმა რაისმა.

“საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველი იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად.”

“პრეზიდენტ ბაიდენის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნა ლიდერობამსოფლიო მასშტაბით. ამ ვიზიტისმეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით,”- განაცხადა კონგრესმენმა სისილინმა.

“მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრებს და იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი მომავლის მშენებლობის გაგრძელება, კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის ფონზე.”

“პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან გავიაროთ კონსულტაციები, ვაჩვენოთ ერთიანობა და განვამტკიცოთ ურთიერთობები,” – განაცხადა კონგრესვუმენმა მერფიმ.

„ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში, და საქართველოში – ნატოს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველი დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად.”

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 13, 2026
89
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბაშაში არსებულ არალეგალურ სასაკლაოზე ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი...

დაწვრილებითDetails

თელავში მამაკაცი ავტომობილით მეუღლეს დაეჯახა

თებერვალი 13, 2026
1.6k
მთავარი

თელავში მამაკაცი ავტომობილით  საკუთარ მეუღლეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მეუღლეს უკან სვლის დროს, ორჯერ დაეჯახა. დაშავებული ქალი...

დაწვრილებითDetails

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

თებერვალი 13, 2026
55
The BBC logo outside the BBC Broadcasting House after Director General of BBC Tim Davie and Chief Executive of BBC News Deborah Turness resigned following accusations of bias at the British broadcaster, including in the way it edited a speech by U.S. President Donald Trump, in London, Britain, November 10, 2025. REUTERS/Jack Taylor
მთავარი

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა. შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას. „საჩივრების განხილვის დადგენილი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-16 თებერვალს

თებერვალი 13, 2026
91
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. „თბილისში შედარებით თბილი და...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 13, 2026
60
მთავარი

ზუგდიდში ბარამიას დევნილთა დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსის  მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას კორპუსში მყოფი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა. ლ.ც. იმ ბინის მფლობელია, რომელიც დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

“ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი

თებერვალი 13, 2026
47
მთავარი

ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან გერმანიის მთავრობისადმი...

დაწვრილებითDetails

“გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა” – პაპუაშვილი

თებერვალი 13, 2026
34
მთავარი

გუშინ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. როგორ თუ კითხვას სვამს ქართველი ხალხი, რაში ხარჯავენ ფულს და როგორ იშმუშნება ქართველი ხალხი, როცა გაიგებს, რომ პოლიტიკაში იხარჯება დანიელების...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ავარიის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

თებერვალი 13, 2026
1.1k
მთავარი

აშშ-ში ავარიის შედეგად 31 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა კაცი აშშ-ის ინდიანას შტატში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებისა...

დაწვრილებითDetails

“უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად იზღუდება” – კობახიძე

თებერვალი 13, 2026
24
მთავარი

საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ლი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, მთავრობა...

დაწვრილებითDetails

“საემიროებიდან, საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან მიგრანტები პრაქტიკულად არ გვყავს” – კობახიძე

თებერვალი 13, 2026
14
მთავარი

მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს, ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება, არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ, პირიქით, მხოლოდ მისასალმებელია, თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».