ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე, სადაც 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს მიწა ჩამოიშალა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. გეოლოგები ვარაუდობენ, რომ გაზაფხულზე მეწყრული პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდება, მაპროვოცირებელი კი ნალექთან ერთად უკონტროლო მშენებლობები იქნება, რომლებიც ახლა მიმდინარეობს.
“ყველა კარგად ვიცით რა ხდება ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტური სამშენებლო პროცესები, თუნდაც გზის მშენებლობა, თუნდაც მიწის ჭრა არასწორი, ერთიანად ხელს უწყობს გრუნტის შლას. ველოდებით გაზაფხულზე ნალექების რაოდენობა როგორი იქნება და ა.შ. ეს კონკრეტულად მეწყრული პროცესები შედარებით გააქტიურებული იქნება”, – თქვა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ.
ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერი გასულ წელს დაიძრა. მერიის განცხადებით, სპეციალისტებმა ფერდობი გაამაგრეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაჭავარიანის ქუჩაზე 6 თვით მოძრაობაც შეზღუდული იყო.










