აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის გახსნა ვაქცინის შექმნაზე დამოკიდებული არ არის და ვააქცინით, თუ მის გარეშე, ამერიკელები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.
“არ მსურს, ხალხმა იფიქროს, რომ ყველაფერი ვაქცინზეა დამოკიდებული. ვაქცინით, თუ ვაქცინის გარეშე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით,“- განაცხადა დონალ ტრამპმა ბრიფინგზე, სადაც მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამა Operation Warp Speed-ი წარაგდინა.
პრეზიდენტმა აღიშნული პროექტი მეორე მსოფლიო ომის დროს პირველი ატომური იარაღის შექმნის მცდელობას შეადარა და იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინის შექმნა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
ცნობისათვის, პროგრამა Operation Warp Speed-ის ფარგლებში დაჩქარებული კვლევისა და დამტკიცების მიზნით პირველ ეტაპზე 14 პოტენციური ვაქცინის შესწავლა დაიწყება. ბევრი ექსპერტი, მათ შორის აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის აზრით, ვაქცინის შექმნას სულ ცოტა ერთი წელი დასჭირდება.