
ჯანმომ ინდური ვაქცინა Covaxin-ი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაუშვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ Covaxin-ის ვაქცინის სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება რისკებს და COVID-19-ისგან დაცვის კუთხით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს.










