დღეს ქუთაისის მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქართველი რეჟისორისა და ოპერატორის, ვასილ ამაშუკელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 139 წელი გავიდა.
შეკრებილმა საზოგადოებამ დღეს, პატივი მიაგო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორს და ისაუბრეს ღვაწლზე, რომელიც მან კონოს განვითარებისთვის გაწია.
მის შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912), რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია.
ვასილ ამაშუკელის მოგონებები, მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებთან ერთად, დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში.
საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას – სალომე ზურაბიშვილი
საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთისა და ჩინეთისკენ მივდივართ - და, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ამის გაჩერება. ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი,...