ვანში განთავსებული ბლოკ-პოსტები მოიხსნება. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისივე განმარტები, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღო.
„გადაწყდა, რომ ვანში მოიხსნება ბლოკ-პოსტები. როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური და შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც შესასვლელ-გასასვლელში იყო, უკვე მოიხსნება.
საფრთხე შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს, რადგან მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდევ შემთხვევები. ამის მერე გავიდა უკვე შესაბამისი პერიოდი, რის შედეგადაც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, – განაცხადა შალამბერიძემ.