ვანის საკათედრო ტაძარის სამრევლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა დეკანოზი ნიკოლოზ კაცაძე.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახურის, სოფელ ბზვანის
წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის
დეკანოზ ნიკოლოზის (კაცაძე)
გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ სამრევლოს, ოჯახს და ეპარქიას.
მართალთა თანა დააწესოს უფალმა მისი სული! ამინ” – წერს ვანის საკათედრო ტაძარის სამრევლო.








