იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტში 15 ათასმა ადამიანმა თერმოსკრინინგი გაიარა.
„ვანის მუნიციპალეტიტში საეჭვო სიმპტომები არავის გამოვლენია, ინფიცირებულებთან ყველაზე ახლო კონტაქტებთან სინჯები ავიღეთ. მთლიანად ვანის მუნიციპალიტეტში სულ 15 ათასამდე ადამიანმა თერმოსკრინინგი გაიარა. მთლიანი მუნიციპალუტეტის სკრინინგს ორ დღეში დავასრულებთ“, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.