ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის ქადაგება.
წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერი.
11.12.2023.
,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი!-არს და იყოს!
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მაზიარებლებს განსაკუთრებით, გილოცავთ, ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და სულიწმინდის მადლით აღგავსოთ.
იცით, დღეს არის ხსენება იოთამ ზედგინიძისა. ის არის მეფისათვის თავდადებული და საქართველო, საერთოდ, თავდადებით გამოირჩევა. ხალხის თავდადებით გამოირჩევა და ღმერთმა შეგვაძლებინოს ერთმანეთისთვის სულის დადება.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მე მინდა შევეხო ერთ სულისშემძვრელ ამბავს, რომელიც ამ დღეებში მოხდა. ვიცით, რომ მოკლეს ჩვენი, საქართველოს მოქალაქე, კარგი ადამიანი.
ეს ხომ უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ მე ერთი რამ მინდა ვთქვა, მე ამაში სხვა რაღაცასაც ვხედავ. ჩემთვის ეს უბრალოდ ტრაგედია არ არის, როგორც გითხარით აბსოლუტურად სხვა რამეს ვხედავ და მინდა ჩემი შეხედულება გაგაცნოთ.
შეიძლება ადამიანი ცხოვრობდე ამ ქვეყნად და ბევრ რამეში ერისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ დგება დრო, ჟამი, ღმერთი გამოაჩენს ხოლმე თავის საყვარელ ადამიანს. ვფიქრობ, მონა ღვთისა თამაზი, რომელიც ოკუპანტებმა მოგვიკლეს, სიკვდილით შეუერთდა ზეციურ საქართველოს, მარადისობას, ყველაზე დიდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო.
მტარვალი ყოველთვის რას აკეთებს? – იყო შაჰ – აბასი – 6 000 ბერი მოგვიკლა, იყო ჯალალედინი – 100 000 ქართველი მოგვიკლა, არიან ახლანდელი ჯალათები, მოკლეს ადამიანი. ამ ადამიანმა რა გააკეთა – არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე, საფლავზე მივიდა, შემდეგ ავიდა სალოცავში.
არც წინაპრები მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული, მათი და სხვების სული უნდა შეევედრებინა უფლისთვის, ამ დროს კლავენ.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იმავეს გაიმეორებდა, წავიდოდა. ღმერთმა ის გამოარჩია და ბედნიერია დედა, რომელმაც აღზარდა, ის ოჯახი, ის გვარი, რომელმაც ადამიანი გაზარდა.
დაგვანახა, რომ მამული არ უნდა მიატოვო. ძალიან მინდა, რომ საქართველოში ისეთი ცხოვრება იყოს, ამდენი ადამიანი რომ გასულია ქვეყნიდან, უკან დაგვიბრუნდნენ.
როგორც მან არ მიატოვა… ხომ იცოდა, რომ შეიძლება მოეკლათ. იქ ნებისმიერ გადასულზე, არა მარტო გიჭერენ… სარწმუნოება აქვთ მათ, კაცობა აქვთ თუ რა აქვთ? ასე ლაჩრულად იარაღი გიჭირავს და უიარაღო კაცს კლავ.
ჩვენების იარაღი არის უდიდესი სარწმუნოება, უდიდესი სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადება. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული. ჩვენ სწორად შევხედოთ, მის ღვაწლს შევხედოთ და ქართველებმა დავინახოთ, რომ ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავიტანოთ.
მტერი ისე არ დამარცხდება, ჩვენ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ. დროებითი გვაქვს წართმეული. მე არ მეგულება ისეთი ქართველი, რომელიც დათანხმდება რამის სანაცვლოდ ის ადგილი დათმოს.
მე მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თვითონ მოუნდებათ კვლავ ჩვენთან ერთად ყოფნა. ამიტომ ასეთ ამბებზე, უნდა ვისწავლოთ და ასეთი შემთხვევაა, როცა მან დაამარცხა მტარვალები.
ღმერთთან სად მისი მდგომარეობა და სად იმ ჯალათების, იმალებიან. რა არის მათი სიცოცხლე, მალვაში უნდა იყვნენ და თავიანთი ხელისუფლება კიდევ რამდენ ბოროტებას ჩაადენინებს მაგ საქმის გამო, თქვენც იცით.
ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ სწორად გვეცხოვროს ქართველებს.
ასევე, რეკომენდაცია გაიცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ეს მკვლელობა როდის ხდება? რამოდენიმე დღეში უნდა განაცხადონ. მე, კარგად იცით, რომ აგვისტოს დასაწყისში ნათქვამი მქონდა, რომ გარკვეული დათქმებით მოგვცემდნენ კანდიდატობას, თუმცა ჩვენთან ბევრი, პოლიტიკოსი რომ ჰქვია იხტიბარს არ იტეხდა, არ ვიცი იქით, რომ მიდიან ვის ელაპარაკებიან, ეტყობა გადაწყვეტილების მიმღებ ხალხთან ურთიერთობა არა აქვთ და არ იციან რა ხდება რეალურად პოლიტიკაში და შეეცადნენ ისინი, ოკუპანტი შეცადა გავემწარებინეთ.
ხომ ნახეთ, როგორც წმ. გიორგი სიკვდილით ვერ დაამარცხეს, როგორც თვით მაცხოვარი, სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა მაცხოვარმა, ასევე, მონა ღვთისა თამაზიმ სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა და მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ.
ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ. ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს. ფრთხილად იყვნენ, ვინც გვეხება, ძალიან ფრთხილად იყონ, არ ვისურვებ მათ მდგომარეობაში ყოფნას. ჩემი ერის არცერთ წარმომადგენელს არ ვუსურვებ.
დღევანდელი წაკითხული სახარებაც რას გვასწავლის? როდესაც უფალი შეპყრობილი ადამიანისაგან განდევნის ბოროტ სულებს, ჰკითხავს , რა არის სახელი შენიო და უპასუხებს ლეგიონიო.
უფლის გარეშე იმათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ და ეხვეწებიან უბრძანოს, რომ შევიდნენ ღორებში, რომელიც იქ ძოვდა. ორიათასამდე ღორი იყო, შევლენ და ზღვაში გადაყრის ის ბოროტი სული.
აქ რა ხდება, მე ადრეც ვთქვი, ისრაელი როდესაც დაპყრობილი ჰყავდა რომაელებს, იცით რომ ებრაელები ღორის ხორცს არ ჭამენ, ღორებს ზრდიდნენ იმისთვის , რომ რომაელი დამპყრობლებისათვის მიეყიდათ. ანუ , აძლევდნენ იმისთვის, რომ ძლიერად ყოფილიყვნენ, რა საჭმელიც უნდოდათ ჰქონოდათ, ყველაფერი ჰქონოდათ და ღმერთმა ანახა, რომ არ შეიძლება, როცა დამპყრობი შენს ქვეყანაშია და შენზე მბრძანებლობს, არაფერი არ უნდა გაუზარდო იმას, არათუ საკვებიდან არ უნდა მისცე საზრდო, არამედ შენს ტერიტორიაზე მოგებაც ვერ უნდა ნახოს, არ უნდა მისცე საშუალება ფული იშოვოს შენთან, იმიტომ რომ, რაც მეტს იშოვის, მეტად დაგჩაგრავს.
მადლობა ღმერთს, რომ ქართველები ჭკვიანად ვიქცევით და სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, არავისთან უკან არ ვიხევთ და პირველად, ბოლო საუკუნეების მანძილზე, ვიქცევით ისე, რომ სხვადასხვა ქვეყნებს არ ვუსმენთ და პირველ რიგში ვუსმენთ იმას, თუ რა გვჭირდება ჩვენ, ქართველებს რა სჭირდება და მასეც უნდა იყოს.
ჩვენ თუ ჩვენი თავი არ დავაყენეთ იქ, სადაც საჭიროა რომ ვიდგეთ, უცხოელს თუ აჩვენებ, რომ მისი სურვილით იქცევი, არასოდეს მისი პატივისცემა არ გექნება და რასაც რუსი გიკეთებდა , იმას გაგიკეთებს სხვაც.
და ახლა ხედავთ რა ხდება? მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ერთი ამბავი იყო, ორჯერ ლამის რევოლუცია მოხდა ამ კანდიდატის სტატუსის არ მოცემაზე და ხალხს თავპირი ჩამოსტირით.
ისინი, რომლებიც იძახდნენ, რომ ძალიან კარგია ესო, იმათმა დაიწყეს მანამდე ტირილი, როცა მიხვდნენ, რა ხდება და მუცლის გვრემა აუტყდათ, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა თავისი ძალისხმევით ერთად მოიპოვაო.
პატრიარქის კრიტიკა დაიწყეს და არ მიკვირს ქრისტეს აკრიტიკებდნენ და ვინც ქრისტესები ვართ-გაგვაკრიტიკებენ. პოლიტიკაში, როცა ხარ, მინდა ვუთხრა მათ, ასე სამარცხვინოდ ნუ იქცევიან.
უნდა იცოდნენ, რომ უწმინდესი პოლიტიკაში კი არ ერევა , წავიდნენ და იკითხონ ევროპაში, ვალდებულია რაც სიმართლეა ბრძანოს, ეგ არ არის პოლიტიკაში ჩარევა.
ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს გაკეთებული, ეკლესიაზე ვამბობ და თუნდაც პიროვნულად აიღონ, დღეს, მაგათ წარმომადგენელზე მეტი გვაქვს გაკეთებული, მე თუ შემიძლია ჩემი სიტყვით საქართველოს დავეხმარო, არ უნდა დავეხმარო? ე.ი. ეკლესიის წევრი რომ ვარ უცხოელებს შევხვდე უფლება არა მაქვს? მაშინ რატომ გვხვდებიან უცხოელები, ან პატრიარქს რატო ხვდებიან, ან მე რატო მხვდებიან, ან სხვებს რატო ხვდებიან?
ჩვენ ახლა რას ვეუბნებით, საქართველო სადმე არ მიიღონ , თუ რა. ხელისუფლებას ეძახიან რუსს და რა არის რუსობა ან რა არის საქართველოს მტრობა, ავიღოთ.
როგორც ამბობდნენ თუ ევროკავშირის კანდიდატი ვერ გავხდებოდით, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და პირდაპირ რუსეთზე მიბმა იქნებოდა და ვინ დადიოდა და ვინ იძახოდა უცხოეთში, რომ არ არიან მსისაღებიო?
მე მარტო რუსზე არ ვიძახი, საქართველოს კარგი ვისაც არ უნდა , მას არ უნდა საქართველოს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ევროპასთან, ამერიკასთან, გინდ, ნებისმიერ ქვეყანასთან, საერთოდ.
საქმემან შენმან წარმოგაჩინოს-საქართველოში ნათქვამია და რომ მიდიხარ და საქართველოს ხელს უშლი , თუ მართლა მიგაჩნია, რომ ევროპასთან ურთიერთობა კარგია და რა თქმა უნდა კარგია და განვითარებულია, თუ სიკეთეს მოგიტანს შენ, უნდა მიიღო და სიკეთე იქითაც უნდა გასცე. ეს იმას არ ნიშნავს, ვიღაცის ჭკუაზე უნდა იარო.
ამის წინააღმდეგნი იყვნენ , დადიოდნენ უცხოეთში, დადიოდნენ და მაგათი წვლილიც არის კანდიდატის სტატუსი, რომ მოგვცეს. იარეს, ერთხელ დაუჯერეს, ორჯერ დაუჯერეს, ევტოპარლამენტმა მიიღო რეზოლუციები და რომ შეხედეს არაფერში არ ვარგოდნენ და მაგათი ნდობა არაფერში აღარ შეიძლებოდა, ადგნენდა მართლაც მისცეს და ქვეყანას, მთავრობას, ხალხს, თუნდაც მაგ ოპოზიციასაც, ხალხი რამ გაყო, მთავრობაც შედის ხალხში, ოპოზიციაც, ჩვენც შევდივართ, თითოეული ქართველი.
უწმინდესს რომ ეუბნებიან არ უნდა თქვაო, ვინ ხარ, რა გაგიკეთებია. სამოქალაქო საზოგადოებას რომ იძახიან, ჩვენზე დიდი სამოქალაქო საზოგადოება რომელია. ამდენი წელია გვებრძვიან და თუ შეგვიტევია, ვფიქრობთ, რომ მაინც ჩვენი შვილები არიან, გამოსწორდნენ, ჭკუა ისწავლონ.
კარგად გადახედონ, ვინ აფინანსებენ, მოპარული ფულით, საქართველოდან გატანილი ფულით, ევროპაში ნაძარცვი ფულით, თვითონ რუსის ბიზნესმენები. როცა პრეზიდენტის არჩევნები იყო, რუსების კანდიდატი მე მოვიყვანე?თან რუსებს აგინებენ… ევროპის ფულიც უნდათ, რუსების ფულიც უნდათ,
მე ვფიქრობ, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც მონა ღვთისა თამაზი იყო, გამოგვაფხიზლებენ და ერთად დგომას ვისწავლით. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, დიდი დრო არ დარჩება.
მსოფლიოს გადანაწილება მიდის და ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არც ერთ მხარის მონა არ ვიყოთ, პირიქით, ჩვენი მეობით და ჩვენი სიკეთეებით შევიდეთ ყველა ქვეყანაში.
მერწმუნეთ, ამერიკიდან ახალი დაბრუნებული ვარ, საკმაოდ გავლენიან პირებს შევხვდი, მხოლოდ უნივერსიტეტის საქმეზე არ ვყოფილვარ, თუმცა გვასახელეს ჩვენმა სტუდენტებმა, საუკეთესოდ წარმოაჩინეს კიბერუსაფრთხოებაშიც ამერიკაში თავი. ამიტომ დიდი მომავალი გვაქვს და ერთმანეთს სუყვარულში შევეჯიბროთ და სიკეთის კეთებაში.
ხალხი აქედან კი არ გავაქციოთ, ხო? პირიქით ჩამოვიყვანოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ძალიან კარგად ვიცით ვინ ვინ იყო , ვინ ვინ არის და ასე არ არის გამოხვიდე და… ეკლესიას ასე, რომ მიტევ, არჩევნები მოდის და თავში ტვინი ხო უნდა გქონდეს, რომ ისე მოიქცე რომ ეკლესიასთან ცოტა სიახლოვე გქონდეს.
რითი გინდა გაიმარჯვო, ავტორიტეტი გაქვს თუ რა გაქვთ. ერთი უცხოელებს როგორი იმედი ჰქონდათ და ისიც გაუცრუეს, ამერიკელებს , თუ ევროპელებს. აწი, იქნებ გვეშველოს, სწორად მოგვექცნენდა ჩვენც, ალბათ, საუბრის ტონი უნდა გამოვასწოროთ სხვების მიმართაც და იმათმაც უნდა გამოასწორონ, ჩვენი ერი ვერავისგან მიიღებს ისე საუბარს, როგორც გველაპარაკებიან.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აღგავსოთ. მოწამე ერი ვართ, წამებით მოკლეს, იმირომ რომ ღმერთს ადიდებდა, ღმერთი უყვარდა, თავისი წინაპრები არ მიატოვა, გადავა და კიდევაც გადავა, აბა, რას იზამს, ჩვენი მიწაა, მერე რა რომ ოკუპანტია იქ, ჩვენი მიწაა და ყველამ იცოდეს, რომ ჩვენია.
ვერ დაგვამარცხებენ, ვერანაირად ვერ დაგვამარცხებენ. უცხოელები ისე ვერ დაგვეხმარებიან, როგორც ჩვენ დავეხმარებით ქართველები, თუ ერთად ვიქნებით, მალეც დაგვიბრუნებს ღმერთი ამ ყველაფერს.
უფალმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აღგავსოთ ორთავ სოფელსა შინა. ამას რასაც ვლაპარაკობ, ვალდებული ვარ ვილაპარაკო. მე თვითონ ცნობილ ევროპარლამენტარებთან ნასაუბრები ვარ და ვიცი რა არის სეკულარიზმი, ჩვენ ვალდებულები ვართ, როცა ეკლესია ასე ძლიერ პოზიციებზეა, ჩვენ ვალდებულები ვართ, გითხრათ ის, რაც სიმართლეა და არა ისე, როგორც ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას უნდა რომ იყოს.
საქართველოს ისტორია არც 90 -იან წლებში დაწყებულა და არც ახლა იწყება. სამიათასწლოვანი ისტორია გვაქვს. დაპყრობილები ვყავდით , მაგრამ მონები არასდროს არ გავმხდარვართ და ამათმა, ვინც ახლა ასე გვიტევს, საბჭოური შეინარჩუნეს ყველაფერი, როგორც ბოლშევიზმი იყო, ისე უნდათ, რომ მაგათ ჭკუაზე ვიაროთ.
…ჩვენთან სიბრძნეა, ღმერთთან სიბრძნეა და ყოველგვარ ადამიანურ ვითომ სიბრძნეს პასუხი გაეცემა ჩვენგან. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, იცოდეთ ეკლესია ყოველთვის ხალხთან იქნება. იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხია.
11.12.2023










