მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა ბიჭი დაიღოა. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისი ცნობით 7 აგვისტოს მიშიკო აბაშიძე კვადროციკლით გადავარდა ბეშუმის მხარეს და ადგილზევე დაიღუპა.
პოსტს უცვლელეად გთავაზობთ:
“რამდენიმე წუთის წინ კვადროციკლით გადავარდა ბეშუმის მხარეს და ადგილზევე დაიღუპა


გლოვობს ჩემი ხულო და ბეშუმი გარდაიცვალა 27 წლის მიშიკო აბაშიძე
მიწამ როგორ უნდა მიგიღოს… მზე სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა
დავმუნჯდი მე….ხალხო ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერდაჯერებული და ვერგააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ…….))))))))
27 წლის ასეთი ახალგაზრდა პატარა დროა ბედნიერებისთვის…. ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა….



მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 27 წელი… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი.
ხალხო ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო,
რით უნდა დაამშვიდოოო…
ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის…
გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?” – წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე.