“საჯარო პასუხსიმგებლობიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლი გავაკეთო მცირე განმარტება, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე.
35-ე სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე პროექტია, რაც მოსახლეობის, განსაკუთრებულად კი, ჩვენი შვილების, მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით 2024 წელს დაიგეგმა და ჩაისვა რეაბილიტაციის ნუსხაში.35-ე სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა, კომპანია რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს, ვადების შეფერხების გამო, მერიის შესაბამისმა სამსახურმა არა ერთხელ დააჯარიმა, ამას გარდა კომპანიას მოუწია რამდენიმე უხარისხოთ შესრულებული სამუშაოების ხელახლა წარმოება. ვინაიდან დაუდგინდა საამშენებლო პროექტთან მიმართებით ხარვეზი, შესაბისად ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა ზედმიწევნით შეასრულა ის პასუხისმგენლობა, რაც მასზე იყო დაკისრებული.გარდა ცენტრალური მისასვლელი გზისა ბუხაიძის მე-2 მიკრო რაიონში მრავალბინიანი კორპუსების მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მოხდა, რაც რეაბილიტაციის პროცესში არსებულ მთავარი გზის ალტერნატივას წარმოადგენდა.2018-2019 წლებში სწორედ ამ უბანში ასევე მოხდა ოღასკურის კალაპოტის მიმდებარედ დამცავი მოაჯირების მონტაჟი.რაც შეეხება 2025 წელს ჩვენ ვგეგმავთ სრულად რეაბილიტირდეს სტიქიით დაზიანებული ოღასკურის კალაპოტი, ასევე მოქალაქეების მიერ თვითნებურად გადებული ხიდის დემონტაჟი და მასზე კაპიტალური ხიდის მშენებლობა.ამას გარდა, განათლების სამინისტროს მხრიდან იგეგმება 35-ე სკოლის სრული რეაბილიტაცია , რომელიც ასევე მოიცავს მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
კადრებში აღნიშნული გზა არის ე.წ. შემოვლითი ბილიკი, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული , როგორც სკოლასთან მისასვლელი გზა და იგი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე წარმოადგენს თვითნებურად შექმნილი ბილიკს, რაც შეეხება ამ უკანასკნელს 16.02.2025 წელს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს პირადად მივმართავ წერილობით, რაც შეიძლება უმოკლეს დროში მოხდეს აღნიშნული კერძო საკუთრების მფლობელთან კომუნიკაცია და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციით სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე გაჩნდეს შესაბამისი რეგულაციები, რომელიც როგორც მინიმუმ გააფრთხილების მოქალაქეებს, რომ აღნიშნული მონაკვეთი არ წარმოადგენს სკოლასთან მისასვლელ გზას.” – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
ფეისბუკ ჯგუფში “ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები” 35-ე საჯარო სკოლის მშობელმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს რომ სკოლამდე მისასვლელი ერთ-ერთი გზა მოუწესრიგებელია.










