ე.წ. სამხრეთ ოსეთში COVID 19-ის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია რეგიონის ე.წ. მთავარ სანიტარ ექიმზე, მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით წერს. შედეგად, რეგიონში უკვე 3 ინფიცირებული ადამიანია.
ინფიცირების პირველი შემთხვევა რამდენიმე საათის წინ გამოვლინდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ვირუსი 14 წლის ბიჭს დაუფიქსირდა, რომელიც ცხინვალში ვლადიკავკაზიდან ჩავიდა. სამივე ინფიცირებული იზოლირებულია.
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.