ჯგუფ Vanilla Cage-ის ვოკალისტი თეო ჩიტიშვილი 3 წელია საფრანგეთში, კერძოდ ბრესუირიში ცხოვრობს. ჩვენთან საუბარში თეო აღნიშნავს , რომ საფრანგეთში საერთოდაც არ არის სახარბიელო მდგომარეობა. მოქალაქეებს გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ აუცილებლობის და ისიც საბუთის წარდგენის შემთხვევაში აქვთ:
“ნუ გონია მოსახლეობას რომ კორონას მხოლოდ მაღაზიიდან ან ვიღაც უცხოსგან აიკიდებენ, ჩვეულებრივად შეიძლება გადაგედოთ ოჯახის წევრისგან, მეგობრისგან და ახლობლისგან. ამიტომ ერთმანეთთან მისვლა მოსვლისგანაც შეიკავეთ თავი. ჩემი დაა, ძმაა ან დაქალია და ამისგან არ გადამედებაო ნუ გგონიათ. ეცით პატივი ერთმანეთს, ეს ერთი თვე იზოლაციის დარღვევა არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის მსხვერპლად. თუ საკუთარ თავზე ფიქრობ, იფიქრე სხვის ჯანმრთელობაზეც. ეს ისეთი ვერაგი ვირუსია, 14 დღის განმავლობაში შეიძლება მშვენივრად იგრძნოთ თავი, ფიქრობდეთ რომ არაფერი გჭირთ და ამ დროს იყოთ გადამდები და საშიში სხვებისთვის. იმ ხალხმა რა ქნას ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა? კი ბატონო, მძიმე და აუტანელი იქნება მათთვის ეს ერთი თვე, მაგრამ უკვე ვხედავ უამრავ პოსტს როგორ მიაქვთ პროდუქტები და საჭირო ნივთები ბევრ ასეთ ოჯახში, ამიტომ ეს ერთი თვე არც ისე კატასტროფაა როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. დაარღვევთ იზოლაციას? არ დარჩებით სახლში? ამ ერთ თვეს კიდევ ერთი თვე დაემატება და ხომ გინდათ მალე დამთავრდეს ეს კოშმარი, ხოდა “ დარჩით სახლებში!” ვამაყობ , რომ საქართველომ ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით დროზე ადრე მიიღო საყოველთაო იზოლაციის ზომები, ევროპამ დააგვიანა რეაგირება და ხედავთ რა დღეშიც ვართ… თავს და ერთმანეთს გაუფრთხილდით. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას!”. – ამბობს ჩიტიშვილი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტია, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს.