რა გახდა კოლეგა მედიკოებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
კანისა და ვენეროლოგიური კლინიკის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია. გიორგი გალდავა რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. მას უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. სავარაუდოდ, დაჭრილ მედიკოსს სამართალდამცველები დღეს გამოკითხავენ.
კლინიკის დირექტორმა უნდა თქვას, რატომ ესროლა საკუთარმა 71 წლის თანამშრომელმა მხარში ტყვია. უკვე გამოკითხეს ექიმები, თუმცა რა უთრეს მათ გამომძიებლებს ჯერ უცნობია, რადგან ისინი კამერებთან საუბარს თავს არიდებენ.
თავდამხმელი მედიკოსი უკვე დაკავებულია. თეიმურაზ ბეჟანიძეს დღეს ბრალს წარუდგენენ. ჩვენი ინფორმაციით, თეიმურაზ ბეჯანიძეს ბორკილები სამუშაო კაბინეტში დაადეს.
ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც.