ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გამართეს. მსახიობები თეატრის წინ თეთრი ხალათებით გამოვიდნენ.
,,ექიმი ყველა დროში, ყველა ეპოქაში, ომშიც და მშვიდობაშიც არის ხელშეუხებელი“ – განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ.
როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში ეგრეთწოდებული საზღვრის გადაკვეთის გამო ოკუპანტებმა დააკავეს და დღემდე საპყრობილეში რჩება. ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში პაციენტის მოსანახულებლად და მისთვის დახმარების გასაწევად იმყოფებოდა.
ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს რომ ის საქართვრთველოს მიწაზე იმყოფება .