აკადემიური წელი არ იქნება, სემესტრი შედგა! მოსწავლეები შემდგომ კლასში გადავლენ, სტუდენტები შემდგომ კურსზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურება და განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს, პედაგოგებს, პროფესორებს, იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომლეიც მათ ჩაიდინეს და ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ და ის დიდი რუდუნება, შრომა, ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა ჭეშმარიტად წარმოადგენდა მათგან ძალიან დიდი გმირობას, რადგან დისტანციური სწავლების ჩამოყალიბება საქართველოში ნულიდან მოხდა და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ასე წარმატებით გრძელდება“, – აღნიშნა მინისტრმა.










